დეგნანი: "საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაიცვას არჩევნები რუსული გავლენისგან"
01/09/2020 12:57:22 პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ არჩევნებზე რუსული გავლენის წინააღმდეგ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს. რუსული ჩარევის შესალებლობაზე ელჩმა 31 აგვისტოსაც ისაუბრა.
"თუკი გადავხედავთ სხვა არჩევნებს, მათ შორის, წლების წინ აშშ-ში ჩატარებულს, აშკარაა, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაიცვას საკუთარი საარჩევნო სისტემა. აშშ და სხვა საერთაშორისო პარტნიორები ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს, რათა უკეთ გაიაზროს ხალხმა, რა არის დეზინფორმაცია.
პოლიტიკურ პარტიებს, მათ ლიდერებს აქვთ ვალდებულება, სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა ამომრჩეველი იყოს ინფორმირებული ოქტომბრის არჩევნებზე და შეძლონ თავისუფალ გარემოში, დაშინების გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება. იმედია, ეს არჩევნები იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები", - ამბობს ელჩი.


