Accentnews.ge
ბაჩალიაშვილების ადვოკატი: „სახალხო დამცველისგან დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ“

ბაჩალიაშვილების ადვოკატი: „სახალხო დამცველისგან დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ“

01/09/2020 13:26:16 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი სახალხო დაცვლეს შეხვდნენ.

„სახალხო დამცველისგან დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. ის გენერალურ პროკურორს შეხვდება“,– განაცხადა შეხვედრის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქმის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე და აღნიშნა, რომ დროა, გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყოს.

„დეტალურად ვესაუბრეთ სახალხო დამცველს. ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ჩვენი უნდობლობა გამოძიების მიმართ და ჩვენ სახალხო დამცველისგან საკმაოდ დამაიმედებელი პასუხი მივიღეთ. მან მოგვცა პირობა, რომ იქნება რეკომენდაციები და ის პირადად შეხვდება გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს. ის ჩვენ მოთხოვნებს განიხილავს გენერალურ პროკურორთან და აბსოლუტურად ყველა საკითხზე დეტალურად ისაუბრებს. ვიმედოვნებ, სახალხო დამცველის პოზიციას და სიტყვას ექნება შედეგი და დროულად იქნება გამოყენებული კანონიერება, რაც ჩვენ მიგვიყვანს სამართლიანობამდე და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თავის მხრივ ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველი საქმის შესწავლაში ჩაერთვება:

„ძალიან დეტალურად მოვისმინე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების და ადვოკატის წუხილი გამოძიებასთან მიმართებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადვოკატთან ერთად გავეცნობით საქმის მნიშვნელოვან ნაწილს და გარემოებებს, რომლებზეც დაზარალებულ მხარეს აქვს კითხვები. მე გამოვთქვამ სურვილს, რომ შევხვდე გენერალურ პროკურორს გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ გაავრცელა პროკურატურამ განცხადება, რომ გვაძლევენ სრულ დაშვებას საქმეზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ერთად განვიხილოთ რა გეგმები აქვს პროკურატურას და განვიხილავთ ყველა საეჭვო გარემოებას და ყველა კითხვას, რაც ოჯახს აქვს. ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა გამოეხმაურება ამ განცხადებას და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება შეხვედრის შესაძლებლობა”.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ სავალი გზიდან რამდენიმე მეტრში, ტყის პირას, საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

30 აგვისტოს ბაჩალიაშვილის დედამ ახალი ვერსიაა გააჟღერა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბაჩალიაშვილისთვის სამი ქართველი მაღალჩინოსნის მონაცემები გახდა ხელმისაწვდომი, რაც ყარაბაღის კონფლიქტს და სომხეთისთვის შეიარაღების მიყიდვას უკავშირდება. დედამ აზერბაიჯანსა და თურქეთს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ასევე: პროკურატურა: "ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S