ვალდებულება დაპირების ნაცვლად – „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა
01/09/2020 13:42:37 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ინიციატივა - ვალდებულების ბარათი წარადგინა, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველო“ დაპირებების გაცემის ნაცვლად, ვალდებულებებს იღებს.
„ჩვენ არ ვიძლევით დაპირებებს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაზეც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი გუნდის ლიდერები პასუხს ვაგებთ პირადად. წარმოგიდგენთ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ვალდებულების ბარათს, სადაც იქნება კონკრეტული ჩამონათვალი, რა ვალდებულებას იღებს ჩვენი გუნდი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. რა ვალდებულებას ვიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ოჯახებს დარჩეთ მეტი თანხა, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე და უიმედობა, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს იქნება ვალდებულებების ბარათი და არა დაპირებების. ვალდებულებების, რომლის შესრულებაზეც პასუხს ვაგებთ და რომელსაც აუცილებლად ერთად შევასრულებთ იმის შემდეგ, რაც არჩევნებზე გავიმარჯვებთ. ეს ქვეყანას მოუტანს სწორედ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელსაც ყველა ელოდება“,- განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ ასევე გაწერილი იქნება კონკრეტული ვალდებულებების შესრულების ვადები.


