ხუხაშვილი – პოლიტიკურ პროცესებზე: „საქმე გვაქვს ორ სექტასთან“
01/09/2020 16:51:49 პოლიტიკა
საქმე გვაქვს ორ სექტასთან, – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
„მოკლედ, ასეთი მოცემულობაა: საქმე გვაქვს ორ რელიგიასთან(სექტასთან), რომლებიც ძირითადად კლასიკური რელიგიური მატრიცით ხელმძღვანელობენ, მცირე განსხვავებით - ერთი “მესიის” მეორედ მოსვლის მოლოდინში ამყოფებს მრევლს, მეორე კი არ აღიარებს ცრუ-მესიას და ქადაგებს, რომ “უზენაესი” ერთია და განუყოფელი. ყოველთვის იყო, არის და იქნება.
ორივეს ჰყავს თავისი ინკვიზიცია, რომელიც ცდილობს კოცონზე დაგვწვას ყველა, ვინც არც ერთ ამ სექტას არ ვაღიარებთ“,– ამბობს ხუხაშვილი.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქვეყანაში დაბრუნება მორიგ ჯერზე დააანონსა, თუმცა თარიღი არ დაუსახელებია. მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, საარჩევნო კამპანიას პოზიტიური დღის წესრიგით წარმართავდა, მთავარი აქცენტები კვლავ ენმ–ის რვა წლის წინანდელ მმართველობასა და სააკაშვილის კრიტიკაზე კეთდება.


