ზურაბიშვილი: „თუ „ლელოს“ ხაზია, „ბიძინა არის რუსი“, მათთვის კარგი არ იქნება“
01/09/2020 17:55:27 პოლიტიკა
პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებს გააქტიურებას და საკუთარი ხაზის გამოკვეთას ურჩევს. ამ კონტაეტში მან პარტია ლელოზე გაამახვილა ყურადღება.
„თუ „ლელოს“ ერთ–ერთი ხაზი ექნება, რომ „ბიძინა არის რუსი“, ეს მათთვის კარგი არ იქნება: ბიძინა და რუსეთი ცალკე თემაა და მეც მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად დღეს რუსეთისთვის ყველაზე მისაღები ფიგურაა, მაგრამ „ბიძინა – რუსეთი“ ეს „ნაციონალური მოძრაობაა“ – ამაზე „ნაცინალური მოძრაობა“ ლაპარაკობს 2011 წლიდან და წმინდა პოლიტექნოლოგიურად, ამ თემის „პერეხვატი“ ამ ორ თვეში არავის არ გამოუვა, ეს ენმ–ს თემაა“,– განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „ფორმულას“ ეთერში და დასძინა, რომ ენმ ამ თემაზე წლებია ლაპარაკობს და როდესაც პარტია ამ საკითხს მთავარ თემად იღებს, ძალაუნებურად ენმ–სთან კავშირში აღიქმება.


