კობახიძე ვაშაძის განცხადებაზე: „წარმოადგინოს, რა აქვს. ზუსტად ამ პოლიტიკური პარტიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს"
02/09/2020 06:57:08 პოლიტიკა
„ჩვენ გვესმის მუდმივად ყველა არჩევნების წინ სხვადასხვა სპეკულაციები, როცა არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სახელისუფლებო გუნდი თვალთვალში დაადანაშაულა.
„წარმოადგინოს, რა აქვს. ზუსტად ამ პოლიტიკური პარტიის მიერ დამკვიდრებული ასეთი პრაქტიკა ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს 2012 წელს. აქედან გამომდინარე, დღეს სრულიად სხვა სურათია როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


