თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატებისთვის ადგილები განსაზღვრა
02/09/2020 08:43:33 პოლიტიკა
თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, შესაბამისი პროექტი დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნა.
როგორც კალაძე ამბობს, დოკუმენტში გაწერილია, სად არის შესაძლებელი საარჩევნო პლაკატების გაკვრა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დამტკიცების შემდეგ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელონ.
"მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტით, ამ კონკრეტული ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ საარჩვენო პლაკატები და არა ისე, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა - სადაც მოესურვებოდათ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ გვაქვს, ვინმე დავაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს და გასცდება კანონს, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა". - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე და მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ამ საკითხს "მაქსიმალურად ყურადღებით მოეკიდოს".
- დოკუმენტი, ჯერჯერობით, საჯარო არ არის.
- საპარლამენტო არჩევნები 31 დეკემბერს გაიმართება.


