საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძარში "პატრიოტების" აქტივობა მათთან არ შეთანხმებულა
02/09/2020 10:24:20 პოლიტიკა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს–სპიკერი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ბაგრატის ტაძარი სახელმწიფო საკუთრებაა და "პატრიოტთა ალიანსის" ამომრჩეველთან შეხვედრა, რომელიც ტაძრის ეზოში გაიმართა, ეპარქიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
"როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას.
ცნობისათვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება". - დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქზე.
"პატრიოტთა ალიანსი" ამომრჩეველს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში 1 სექტემბერს შეხვდა.


