Accentnews.ge
ქანთარია: „ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში“

ქანთარია: „ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში“

02/09/2020 12:19:32 პოლიტიკა

ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისთვის განკუთვნილი ფლანგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებით შეივსება.

ცნობისთვის: ქართული საზოგადოება პარლამენტის ახალ წევრებს 2020 წლის 31 ოქტომბერს აირჩევს. "ქართული ოცნების" საარჩევნო სია ამ ეტაპზე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S