DW: ხანგოშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა პუტინის დაბადების დღეს — 7 ოქტომბერს დაიწყება
02/09/2020 17:38:45 სამართალი
ყოფილი საველე მეთაურის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის განხილვა ბერლინის მიწის უმაღლეს სასამართლოში რუსეთის პრეზიდენტის დაბდების დღეს — 7 ოქტომბერს დაიწყება, - იუწყეა «დოიჩე ველე» სასამართლოს წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ბრალდებული რუსეთის 55 წლის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.
იხილეთ ასევე: ჟურნალისტური გამოძიება - ვინ არის ადამიანი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა


