Accentnews.ge
ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის ენმ–დან ზოდელავა იბრძოლებს

ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის ენმ–დან ზოდელავა იბრძოლებს

03/09/2020 06:27:23 პოლიტიკა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა სერიოზული კანდიდატია და აქვს რესურსი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის დეპუტატი დაამარცხოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კანდიდატების შერჩევა ბევრი ნიშნით ხდება, მათ შორის პროფესიონალიზმით:

„ყველა წარდგენის წინ სერიოზულ გამოკვლევას ვაკეთებთ. კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩავთვალეთ, რომ მურთაზ ზოდელავა არის სერიოზული კანდიდატი და მას აქვს რესურსი, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ჩვენი კონკურენტია „ქართული ოცნებაა“. მეორე ტურში კი ოპოზიცია, ყველანი ერთმანეთს დავეხმარებით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S