ენზელ მკოიანს დეპუტატობა სურს
03/09/2020 06:58:54 პოლიტიკა
„ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მან ახალქალაქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის რეგისტრაციისთვის დოკუმენტები წარადგინა.
„ვიცი რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი არავინ არის. კანდიდატობა ხალხის თხოვნით და ჩემი სურვილით გადავწყვიტე. ხუთჯერ ვიყავი პარლამენტში დეპუტატი და მინდა მეექვსედაც ამირჩიონ" – განმარტა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.
იხილეთ ასევე: "კოალიცია თანასწორობისთვის" პროკურატურას მოუწოდებს, ენზელ მკოიანის მიმართ გამოძიება დაიწყოს


