Accentnews.ge
კოკოითი უახლოეს ხანებში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს

კოკოითი უახლოეს ხანებში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს

03/09/2020 07:19:25 კონფლიქტები

ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში მყოფი ედუარდ კოკოითი უახლოეს ხანებში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას გეგმავს.

«უახლოეს საათებში რუსეთის ყველა შესაბამისი სამსახურის ინფორმირებას მოვახდენ, მივდივარ სამხრეთ ოსეთში იმისთვის, რომ ვუპასუხო სამართალდამცველი ორგანოებს კითხვებს», – აღნიშნა მან.

ამასთან, კოკოითის განცხადებით, მას “კანონიერი უფლება აქვს, სამშობლოში დაბრუნდეს და ბიბილოვისთვის ნებართვის თხოვნას არ აპირებს”.

“არავითარ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას არ ვითხოვ – მზად ვარ, ტესტირებაც გავიარო და კარანტინშიც ვიყო საჭირო დროის განმავლობაში”, – მიმართა დე ფაქტო ექს-პრეზიდენტმა მოქმედს.

კოკოითის მტკიცებით, იგი ამ დრომდე თავს იმის გამო იკავებდა, რომ «რიგმა რუსმა ჩინოსნებმა მიმართეს თხოვნით, ამ ვითარებაში ცხინვალში არ გამოჩენილიყო».

“სამხრეთ ოსეთში მზადდებოდა პროვოკაციები, რომელიც სისხლისღვრაში უნდა გადაზრდილიყო და საგანგებო მდგომარეობას გამოიწვევდა” – ირწმუნება ყოფილი დე ფაქტო ლიდერი.

კოკოითმა კვლავ მოუწოდა ბიბილოვს, «მიიღოს ვაჟკაცური გადაწყვეტილება» და გადადგეს. ამასთან, დე ფაქტო ექს-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მას თანამდებობები არ სჭირდება.

«წადი ამაყად აწეული თავით – და ხალხი გაპატიებს», – მოუწოდა მან ბიბილოვს.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S