ნათელაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე დროშის აფრიალებას გეგმავს
03/09/2020 08:18:29 პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილი ცენტრალურ მაგისტრალზე ოკუპაციის პროცესი გააპროტესტა. მაგისტრალიდან სამასიოდე მეტრში ე.წ. საზრვრის აღმნიშვნელი ბანერებია დამონტაჟებული, ოკუპანდებმა კი ხნულების გავლების პროცესი განაახლეს.
მან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე უწოდა.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს ოკუპაციისთვის.
„31 ოქტომბერს ამ ხელისუფლების დამარცხებით უნდა დავამხოთ პუტინის ოკუპაციური რეჟიმი და დავიწყოთ საქართველოს დეოკუპაცია, რუსულ სახელმწიფოს დავაკისროთ მილიარდიანი სანქციები ყოველდღიურად ასეთი აგრესიისათვის და ყველა გენერალზე, რომლებიც ასეთ დანაშაულს ახორციელებენ, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდეს. მერე დავინახავთ, როგორ იმოძრავებენ აქ მათი ტრაქტორები, ტანკები და მონღოლოიდური შავრაზმული დაჯგუფებები, რომლებსაც ამდენი სისხლი მართებს ჩვენი ქვეყნის. ამ დროს, როცა ხედავ, რომ ლამის ცენტრალური მაგისტრალი გადაგიღობეს, ერთი მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ერთი ხელმოწერა პრემიერ-მინისტრის რანგში გაერო-ს უშიშროების საბჭოზე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, ევროკავშირის ხელმძღვანელებზე, არ უნდა გაკეთდეს? ეს არის საფრთხე საერთაშორისო ენერგომატარებლებისთვის. ბაქო-სუფსას ნავთობსადენი, რომელიც აქ გადის ამარაგებს ევროპას და ეს ნიშნავს უკვე მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას. ამათ არ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ჩვენი ქვეყნის მართვაზე. ამათი წამები ითვლება და მალე ავაფრიალებთ დროშას რუსულ სამხედრო ბაზაზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.


