„ლელოს“ მხარდამჭერი ზეწოლაზე საუბრობს
03/09/2020 08:59:31 პოლიტიკა
„ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრზე მანანა სულთანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა.
მათ ზეწოლაში თბილისის საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები მაკა სამნიაშვილი და ქეთი ღვინიაშვილი დაადანაშაულეს.
სულთანიშვილის თანახმად, აღნიშნულმა პირებმა მისგან მოითხოვეს, შეწყვიტოს „ლელოს“ მხარდაჭერა და იმუშაოს სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუწყდება სოციალური დახმარება და შეუჩერდება უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლება.
„ტყუილია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვითომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებასა და გამკაცრებას ითხოვენ. არც ერთი ამომრჩევლის დაშინება არ გაუვათ! ბოლომდე მივყვებით თითოეული დაშინებული მოქალაქის საქმეს,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.
"ლელო საქართველოსთვის" მომხდარზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვენ.


