ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსი" დატოვა: „პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ“
03/09/2020 09:32:04 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოს წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან" არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.
როგორც მამულაძემ განმარტა, ბათუმში პარტიის მიერ განთავსებული საარჩევნო ბანერის გამო უკმაყოფილება ჰქონდა, ასევე ვერ თანმხდებოდა რიგ საკითხებზე.
მისივე თქმით, პარტიას სხვა წევრებიც ტოვებენ:
„პარტიის აჭარის ორგანიზაციაში ბოლო დროს მუდმივი ქაოსი და განუკითხაობაა“.
შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს ბათუმში რამდენიმე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერი განთავსდა. ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად იყო გამოსახური.


