„ევროპულ საქართველოში“ ნავალნის საქმეზე თბილისის დუმილს მიუღებლად მიიჩნევენ
03/09/2020 10:02:17 პოლიტიკა
„ევროპულ საქართველოში“ რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის მოწამლვის საქმეზე საქართველოს ხელისუფლების დუმილს მიუღებლად მიაჩნევენ.
პარტიაში ფიქრობე, რომ აუცილებელია „ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა“ და მომხდარის დაგმობა.
„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არა მარტო სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართ გამოყენებულ ამ ქიმიურ ნივთიერებაზე, არამედ მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მოკვლასთან დაკავშირებით, როგორც წესი, დუმილია. ეს არის სრულიად მიუღებელი პოზიცია და მიდგომა, ეს არის ძველი მიდგომა, რომელიც უნდა შევცვალოთ და შეუძლებელია ამ მიდგომებით ქვეყანამ იაროს წინ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ცვლილებები დადგეს, ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ძველი, დრომოჭმული რუსეთის არგაღიზიანებაზე ორიენტირებული მიდგომები იყოს შეცვლილი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში აუცილებელია, სწორი შეფასებების გაკეთება, აუცილებელია, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, აუცილებელია, დაგმობა იმისა, რაც დასაგმობია და ამას ეს ხელისუფლება არ აკეთებს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ არჩევნებზე დავამთავროთ მათ შორის, საგარეო პოლიტიკის ეს სამარცხვინო მიმართულება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.


