ზოდელავა ადასტურებს, რომ ენმ ზუგდიდში ალასანიას კანდიდატურას განიხილავს
03/09/2020 14:26:54 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კანდიდატურას განიხილავს,– ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარულ ოლქში ენმ–ის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისი თქმით, ალასანიასთან ერთად რამდნიმე კანდიდატი განიხილება და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„განიხილება რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ქალბატონი გიულის“,– აღნიშნა ზოდელავამ.
ცნობისთვის: საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.


