Accentnews.ge
პროკურორი: დნმ–ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

პროკურორი: დნმ–ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

03/09/2020 15:18:42 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დნმ ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია და დასკვნის მიხედვით, მაწევანის ტერიტორიაზე, ავტომობილში აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

„დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

ამასთან, როგორც გუმბერიძემ აღნიშნა, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა უკვე გაეცნო და ამ დასკვნის შინაარსზე პროკურატურა სავარაუდოდ, ხვალ, 4 სექტემბერს ისაუბრებს.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნა დაიდო.

ცნობისთვის: თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, მანქანაში იპოვეს. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და საქმეში აშშ–ის ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს.

იხილეთ ასევე: FBI ბაჩალიაშვილის საქმეში სავარაუდოდ, არ ჩაერთვება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S