Accentnews.ge
რატი იონათამიშვილი:"ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა ,,ზონდერული" მენტალიტეტიდან"

რატი იონათამიშვილი:"ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა ,,ზონდერული" მენტალიტეტიდან"

03/09/2020 15:21:13 პოლიტიკა

„თითოეული ქართველისთვის ყველაზე წმინდა არის ოჯახი და, შესაბამისად, ყველაზე დიდი სიბინძურე რაც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს ან ჩაიდინოს, ეს არის როდესაც პოლიტიკური ინტერესების გამო ოჯახზე ახდენს თავდასხმას და ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს და თანაც ამას აკეთებს ფეიკ-ნიუსებით, ფეიკ-ინფორმაციებით, ანუ სიყალბით“, - ამის შესახებ საპარლამეტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას ფბ სტატუსის საპასუხოდ განაცხადა.

მის შეფასებით, ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა ,,ზონდერული" მენტალიტეტიდან და ხელშესახები არგუმენტები არ აქვს ოპონენტების წინააღმდეგ, თითოეული ქართველისთვის ყველაზე წმინდა - ოჯახის ინსტიტუტზე მიაქვს იერიში, რაც პასუხგაუცემელი ნამდვილად არ უნდა დარჩეს.

„ეს ადამიანები, ვინც ადრე ,,ზონდერი პროკურორები" იყვნენ, ახლა მედიის ზონდერებად მოგვევლინენ, მაგრამ რეალურად ზონდერული მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ, არა აქვთ რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება ოპონენტის მიმართ, ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენონ და ერთადერთი, რა გზასაც იტოვებენ - ეს არის სიძულვილი, სიცრუე და ოჯახის ინსტიტუტზე იერიშის მიტანა. ამას პასუხი გაეცემა ძალიან მკაცრი, ძალიან მტკივნეული და ეს პასუხი იქნება ამავდროულად ძალიან სამართლიანი 2020 წლის 31 ოქტომბერს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S