Accentnews.ge
ზალკალიანი – კიბერშეტევაზე: „ეს იყო გამიზნული შეტევა ლუგარის პარალიზებისთვის“

ზალკალიანი – კიბერშეტევაზე: „ეს იყო გამიზნული შეტევა ლუგარის პარალიზებისთვის“

04/09/2020 07:56:10 პოლიტიკა

საგარეო საქმეტა მინისტრი დავით ზალკალიანი ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ემხიანება და ამბობს, რომ ეს იყო გამიზნული შეტევა, მისი პარალიზებისთვის.

მინისტრი ქმედებას "დეზინფორმაციულ და უკანონო კამპანიის ნაწილად" აფასებს.

„რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ის უკანონო ქმედება, რომელიც განხორციელდა ლუგარის ლაბორატორიის ცენტრის მიმართ. ეს არის იმ დეზინფორმაციული და უკანონო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხორციელდება პანდემიის პირობებშიც კი, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ძალიან ფასეული ინსტიტუტის მიმართ. იცით რაოდენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. სწორედ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტიტუტზე მიიტანეს შეტევა. შეტევა იყო, რა თქმა უნდა, გამიზნული იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტის პარალიზება მოეხდინათ, რადგან პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და მთლიანად ჩვენი ხელისუფლების წარმატების განმაპირობებელი ერთ ერთი ფაქტორი არის ლუგარის ლაბორატორია. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მჭიდრო კომუნიკაციის რეჟიმში ყველა ჩვენს პარტნიორთან", - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მიიტანეს, რომლის მიზანი ლუგარის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება იყო.

შსს-სვე ინფორმაციით, მოპოვებული მასალა ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე აიტვირთა და ავთენტიკური დოკუმენტაციის ნაწილთან ერთად, ატვირთულია ფალსიფიცირებული დოკუმენტები, "რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით".

მმართველი გუნდის წევრებმა კიბერშეტევაში რუსულ კვალზე ირიბად მიანიშნეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრში კი ღიად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S