ოქრიაშვილის პარტია „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა
04/09/2020 08:12:11 პოლიტიკა
პარტია „პროგრასი და სამართალი“ ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ შეუერთდა. თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს, 4 სექტემბერს გაფორმდა და მას ხელი კახა ოქრიაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მოაწერს.
"ჩვენ დღეს ხელს ვაწერთ და ვუერთდებით საარჩევნო ბლოკს "ძალა ერთობაშია". ჩვენ ფართო კოალიციით მოვდივართ ხელისუფლებაში. ჩვენი პარტია "პროგრესი და თავისუფლება" იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემო.
ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი, რომ დავამარცხოთ სიდუხჭირე და მყისიერად შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ოქრიაშვილმა მემურანდუმზე ხელის მოწერისას.
ცნობისთვის: მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს აგვისტოში შექმეს.


