Accentnews.ge
NDI–ს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს დამკვირვებლები არ ეყოლება

NDI–ს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს დამკვირვებლები არ ეყოლება

04/09/2020 09:02:35 პოლიტიკა

NDI-მ გადაწყვიტა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს ადგილზე სადამკვირვებლო ჯგუფი არ გამოგზავნოს. ინსტიტუტი განცხადებაში ამის მიზეზად Covid-19-თან დაკავშირებული რისკების შემსუბუქებას ასახელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას გადახედეს და საკუთარი შესაძლებლობები განიხილეს.

"საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის უსაფრთხოება ასევე დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე. Covid-19-ის პანდემია ჯერ კიდევ არ არის კონტროლქვეშ გლობალურად, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში", - წერია განცხადებაში.

ამასთან, NDI გეგმავს, კვლავ დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, სექტემბრის დასაწყისში ანალიტიკოსების გუნდი დაიწყებს კამპანიაზე დაკვირვებას. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა, საარჩევნო ადმინისტრაცია, პარტიების კამპანიები, გენდერი და ინკლუზია, მედია და დეზინფორმაცია. ინსტიტუტის განცხადებით, ეს ანალიტიკოსები იმუშავებენ დისტანციურად, საქართველოში დაფუძნებულ ასისტენტებთან ერთად.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S