Accentnews.ge
„ევროპული საქართველო“ ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

„ევროპული საქართველო“ ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

04/09/2020 09:11:05 პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.

"კახა ოქრიაშვილი, მისი პოზიციებიდან გამომდინარე, მათ შორის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი არ იქნება. ის ჩვენი გუნდის წევრი არ არის.

ეს მიდგომა, მე ვიტყოდი, საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ასეთი ძალების გაერთიანება, რომლებსაც მომავლის ხედვა არ აქვთ და წინ ვერ იყურებიან, არის პრინციპულად მიუღებელი. ეს არ არის ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს", - ამბობს „ევროპული საქართველოს“ საარჩევნი შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე „ფორმულასთან“.

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი და მისი პარტია "პროგრესი და თავისუფლება", რომელიც მან ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად დააარსა, საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიას" დღეს შეუერთდა.

ოქრიაშვილი 4-გზის მაჟორიტარი დეპუტატია – 2-ჯერ „ნაციონალური მოძრაობიდან“, 2-ჯერ კი „ქართული ოცნებიდან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S