გუგავა – "ძალა ერთობაშიას" და ოქრიაშვილის მემორადუმზე: "კონტრაქტი ეშმაკთან"
04/09/2020 10:43:08 პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა საარჩევნო ბლოკ "ძალა ერთობაშიასთან" „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის გაერთიანებას "ეშმაკთან დადებულ კონტრაქტს" უწოდებს.
"ათეული წლებია, ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ.
ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა "ოპოზიციის მანტიით" კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთან, კალაძესთან, ფარცხალაძესთან, და ა.შ", - წერს გუგავა Facebook-ზე.
კახა ოქრიაშვილმა ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთობლივ მემორანდუმს ხელი დღეს მოაწერა.
ოქრიაშვილი 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარად კენჭს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში იყრის. მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს პარტია „ევროპული საქართველოც“.
ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ოქრიაშვილის თანაპარტიელი ცეზარ ჩოჩელიც.


