Accentnews.ge
აფეთქება თბილისში: მსხვერპლის შესახებ ცნობა დასტურდება

აფეთქება თბილისში: მსხვერპლის შესახებ ცნობა დასტურდება

04/09/2020 13:03:11 სამართალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თბილისში, კაფე „დეჟავიუში“ წინასწარი ინფორმაციითის, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

მან მსხვერპლის შესახებ ცნობა დაადასტურა.

„სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. დაშავდა ორი მუშა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. აფეთქებას ხანძარი არ მოყყოლია“,– განაცხადა სამსახურის წარმომადგენელმა.

აფეთქება ფილარმონიასთან დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა.

„აფეთქების ხმაზე სალონიდან გამოვედით და მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დაგვხვდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კაცი გარეთ გამოისროლა“,– ყვება თვითმხილველი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S