12 პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებს
04/09/2020 18:39:55 პოლიტიკა
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა და რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.
ცსკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, მათგან 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
„შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა.
პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.


