Accentnews.ge
საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობის ახალი ერა

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობის ახალი ერა

05/09/2020 10:37:32 პოლიტიკა

გამოცემა londonbusinessmatters სათაურით "საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობის ახალი ერა" გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავა სტატიას აქვეყნებს.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელმაც, ალბათ, განსაკუთრებული ყურადღება 2008 წელს რუსეთთან იმ ხანმოკლე ომის დროს მიიპყრო, როდესაც ამ უკანასკნელმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. თორმეტი წლის შემდეგ, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია.

სამი ამოცანა [ოკუპაციასთან დაკავშირებული] ამგვარი უარყოფითი ასოციაცია, ფრიად სამწუხაროა, რადგან საქართველოს გრძელი და საინტერესო ისტორია, გაერთიანებული სამეფოს მსგავსად, ათასწლეულებს ითვლის. სწორედაც რომ საქართველო მიიჩნევა, დაახლოებით, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნიდან, მეღვინეობის უძველეს დადასრუტებულ კერად. შედარებით თანამედროვე ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულის მანძილზე, საქართველო, თავისი თავისუფალი საბაზრო და ლიბერალური ეკონომიკური რეფორმებით, ერთ-ერთი წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ეკონომიკით, ძლიერი დემოკრატიითა და მტკიცე დასავლური ღირებულებებით, მიუხედავად მისი რთული გეოგრაფიული მდებარეობისა.

გატარებული რეფორმები სამ ძირითად ამოცანას, სიღარიბის შემცირებას, მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასა და კორუფციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად.

შესაძლოა, საქართველოს დასავლური-ორიენტაციის რეფორმები ყველასათვის არ იყოს ცნობილი, მაგრამ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა არასოდეს რჩება. მსოფლიო ბანკმა სულ ახლახანს საქართველო „ტოპ რეფორმატორ“ ქვეყნებს შორის დაასახელა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების დამსახურებით. მსოფლიო ბანკმა თავის ანგარიშში იმასაც გაუსვა ხაზი, რომ 2006 წელს სიღარიბის 30.5 პროცენტიანი მაჩვენებელი 2018 წელს 15.7 პროცენტამდე განახევრდა, რადგან მთავრობის მიერ გატარებული სოციალური პოლიტიკა და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკკუთრებით დიდი სარგებელი ნახეს შედარებით ღარიბმა ოჯახებმა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლეს ანგარიშში საქართველოს ეკონომიკის შესახებ, საუბარია იმაზე, თუ როგორ დადებითად აისახა მთავრობის მიერ ბოლო წლებში გატარებული ფისკალური კონსოლიდაციის პოლიტიკა ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. 2019 წელს ეკნომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, ნაცვლად მოსალოდნელი 4.6 პროცენტისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი მშპ-ს 4.4 პროცენტამდე შემცირდა, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებლია.

2020 წლის ივლისში ინფლაციის დონემაც 7-დან 5.7 პროცენტამდე იკლო. რეკორდულად მაღალ მაჩვენებლამდე (მშპ-ს 8 პროცენტამდე) იმატა სახელმწიფო ინვესტიციებმა, რაც, თავისმხრივ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროქტებსაც მოიცავს. შედეგად, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო შვიდეულშია, რითიც საგრძნობლად უსწრებს ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანას.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძლიერ სურვილს, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ზრდასა და ვაჭრობას, კონკრეტული სარგებლის მოტანა შეუძლია გაერთიანებული სამეფოსთვის ბრექსიტის შემდგომ პერიოდში. 2019 წლის ოქტომბერში, საქართველომ დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ეს გახლდათ დიდი ბრიტანეთის პირველი შეთანხმება ევროპულ ქვეყანასთან ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ორ ქვეყანას შორის მჭირდო და ურყევ თანამშრომლობაზე. უწყვეტი ჯაჭვი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 1 იანვარს შევა, რითიც უზრუნველყოფს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უწყვეტ სავაჭრო ურთიერთობას როგორც სასაქონლო ბაზარსა თუ მომსახურების სფეროში, ასევე ინტელექტუალური საკუთრებისა და სანიტარული ზომების დაცვისა, და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.

შეთანხმება აგრეთვე მოიცავს პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების მნიშვნელოვან ელემენტსა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სხვა ტიპის თანამშრომლობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების სფერო ჩათვლით. ამ შეთანხმებით ხელმომწერ ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირებისთვის ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყება. დღესდღეობით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოსთვის მსოფლიოში მეშვიდე უდიდესი ვავაჭრო პარტნიორია ექსპორტის თვალსაზრისით, დიდ ბრიტანეთს კი ჩვენს ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებები, მედიკამენტები და ალკოჰოლური სასმელები შემოაქვს.

მოსალოცი ამბავია, რომ წინ ზრდის უამრავი პერსპექტივა გველის: სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის წელიწადში, დაახლოებით, 100 მილიონ ფუნტამდე მერყეობს (2019 წელს ორმხრივი ვაჭრობა 11 პროცენტით გაიზარდა და 133 მილიონი ფუნტი შეადგინა), რაც სავაჭო პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში გატარებული რეფორმების წყალობით, 2019 წელს ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 5.1 შეადგინა, რაც პანდემიის კრიზისამდე მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი იყო.

გულითადი მხარდაჭერა ბოლო ათწლეულების მანძილზე, საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა მრავალმხრივ გაფართოვდა. გაიზარდა თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, საქართველოს სამხედროების ნატოს ავღანურ მისიებში ჩართულობით. დიდი ბრიტანეთი გულითადად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ სიღარიბის დასაძლევად და განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად გადადგმულ ნაბიჯებს და გამოხატავს ურყევ პოლიტიკურ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, რაც გასულ წლებში, წყევლასავით დაეტყდა თავს სალისბერის ქუჩებს.

მიუხედავად ყველაფრისა, უახლოეს წლებში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა ელვის სისწრაფით გაუმჯობესდება ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი, ეს არის გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მტკიცედ გამოხატული მზაობა ხელი შეუწყოს თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ბრექსიტის შემდგომ; მეორე მიზეზი კი გახლავთ საქართველოს ხელისუფლების მუდმივად გაუმჯობესებული რეფორმები, რასაც ქვეყანაში მოაქვს კეთილდღეობა და ინოვაციები.

გადამწყვეტი ნაბიჯი ბუნებრივია, რომ, დღესდღეობით, ნებისმიერ ‘კარგ ახალ ამბად’ მოვიაზრებთ კოვიდ 19-თან დაკავშირებულ ცნობებს. პანდემიამ ხომ გარდა ენითაღუწერელი ადამიანური დანაკარგისა, გლობალურ ვაჭრობასაც დაასვა დაღი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიერ პანდემიასთან გასამკლავებლად გადადგმული ნაბიჯები არაერთხელ გახდა თითით საჩვენებელი, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ადრეული ნაბიჯებით კი ვირუსის ფართო გავრცელების შესაკავება და დაინფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანა გახდა შესაძლებელი. დღეის მონაცემებით კი გარდაცვლილთა რიცხვი 19-ს არ აღემატება. კიდევ ერთი რამ, რაც მიმდინარე კრიზისის ფონზე თვალსაჩინო გახდა, მსხვილი გლობალური კომპანიების ჩვენი ქვეყნით დაინტერესება გახლავთ. ცხადია, მათ რიცხვშია ბრიტანული ორგანიზაციებიც, რაც სასიკეთო სიგნალია იმისა, თუ რა საბოლოო ფორმასა და სახეს მიიღებს ნაბოჯ-ნაბიჯ გლობალური ვაჭრობა და ინვესტირება. საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრივით მიმზიდველ ადგილად მხოლოდ მისი უსაფრთხოების დონისა და საერთაშორისო ბიზნეს-რეიტინგებში გამორჩეული ადგილის გამო კი არ ითვლება, არამედ იმ შესანიშნავი შესაძლებლობების გამოც, რასაც ის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს სთავაზობს. მაგალითად, ნებისმიერი ბიზნეს-კომპანია, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში საქმის წამოწყებითაა დაინტერესებული, პირველ რიგში ინტერესდება რამდენად კვალიფიციური მუშახელი დახვდება ადგილზე. საქართველოში კი სამსახურის მაძიებელთა ენობრივი კომპტენციაცა და უნარ-ჩვევებიც, შრომის ბაზრის ხარჯთ-ეფექტურობისა და ევროპულ კულტურასთან სიახლოვით, აუთსორსინგზე მომუშავე კომპანიებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მომგებიანი წინადადება საქარველოს სოლიდური თავისუფალი სავაჭრო ქსელი ჩინეთიდან ევროკავშირამდე, მწარმოებლებს ყოველგვარი საბაჟო მოსაკრებლების გარეშე უღებს კარს 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე. ამასთანავე, ქვეყნის სტარტეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დაბალი საოპერაციო ხარჯები საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ექსპორტზე ორიენტირებული მწარმოებლების მოსაზიდად. ეს ფრიად მომგებიანი წინადადებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით დღეს, როდესაც პანდემიის ზიანი მნიშვნელოვნად აისახა გლობალური მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვზე და ცხადყო კომპანიების რელოკაციისა და გეოგრაფიული დივერსიფიკაციის გარდაუვალობა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით ვაჭრობისა და ტურიზმის კლებით გამპირობებული ეკონომიკური შოკი, უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველო ეკონომიკურ ზრდაზე, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთზე. ღია და დინამიური ეკონომიკის მქონე ქვეყნები კი ნამდვილად გამოიყვანენ მსოფლიოს ამ კრიზისიდან. ეს დღე რომ დადგება, მათ ვეღარაფერი შეაჩერებთ. ერთგულება წინ არაფერი უდგას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების სფეროში ახალი, გასაოცარი ეტაპის დადგომას: ჩემი მთავრობა ერთგულად განაგრძობს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომ ხელშეწყობას; საქართველო დასავლური ტრაექტორიით განაგრძობს სვლასა და წინსვლას; მომავალ თვეში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებსაც ჩავატარებთ და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობაც იანვრიდან აიღებს სტარტს. მოუთმენლად ველი" -წერს სტატიის ავტორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S