Accentnews.ge
ზაზა სვანაძე:"მუქარის შემცველი შეტყობინებები და ზარები არ წყდება"

ზაზა სვანაძე:"მუქარის შემცველი შეტყობინებები და ზარები არ წყდება"

06/09/2020 10:27:55 პოლიტიკა

ჟურნალისტის და სამოქალაქო აქტივისტის, ზაზა სვანაძის განცხადებით, "ბოლო კვირეების განმავლობაში მის "ფეისბუქში", მუქარის შემცველი შეტყობინებები და ზარები არ წყდება".

ემიგრაციაში წასული სვანაძე, ამ ყველაფერს, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს - იოსებ გოგაშვილს უკავშირებს.

"ნახევარ წელიწადზე მეტია რაც საქართველო დავტოვე, ამჟამად ვიმყოფები ბელგიის სამეფოში, როგორც თავშესაფრის მაძიებელი პირი, თუმცა ქართული სპეცსამსახურები და ხელისუფლებასთან აფილირებული პირები Ჩემს დაშინებას და შანტაჟს აგრძელებენ. იოსებ გოგაშვილის ახლო ნათესავი, ნიკუშა გოგაᲨვილი, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, მირეკავს და მემუქრება, რომ საფრანგეთიდან გადმოვა და პასუხს მაგებინებს მისი ბიძაᲨვილის ( სოსო გოგაᲨვილის) ხსენებისთვის. მას ჰქონდა პრეტენზიები იმის გამოც, რომ Ჩემი ყოფილი რედაქტორის - ელისო კილაᲫის ფეისბუქ-გვერდზე ვაქტიურობ და მომიწოდებდა სოსოს ხსენებისგან თავი შემეკავებინა. მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ გამოკითხოს იოსებ გოგაᲨვილი აღნიშნულთან დაკავშირებით და ასევე ვაპირებ ფრანგულ მხარეს შევატყობინო საქართველოს მოქალაქის, ნიკოლოზ გოგაშვილის მუქარების შესახებ", - განაცხადა სვანაძემ.

"აქცენტი" ბრალდების ადრესატებთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. სააგენტო მზადაა, აღნიშნულ საკითხზე მათი პოზიცია ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S