„მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
07/09/2020 09:06:45 პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატები ბათუმში წარადგინა. კერძოდ, ბათუმში „მოქალაქეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გენრი დოლიძე იქნება, ხელვაჩაურისა და მთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის გიორგი გაბაიძე იბრძოლებს, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი – გიორგი მასალკინი.
„პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ვხედავთ დეპუტატებს, რომლებსაც სიტყვა არ უთქვამთ საერთოდ, იყვნენ პირში წყალჩაგუბებული, ღილაკზე ხელის დამჭერი, უნიათო და ბოთე დეპუტატები. ჩვენ კი მებრძოლი ხალხი წარვადგინეთ, რომლებიც იბრძოლებენ ხოლუსღვის, შუახევისთვის, ქედასთვის და ბათუმისთვის. ამ კანდიდატებმა დაამტკიცეს, რომ პრინციპების ერთგულები არიან. ხალხისთვის და პრობლემებისთვის იბრძოლებენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.


