ზურაბიშვილი – „ღირსეული პარტნიორი 2020“–ზე: "სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“
07/09/2020 09:12:04 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლებას მიესალმება.
„მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ოთხი წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.
უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა.


