Accentnews.ge
ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

07/09/2020 14:05:42 საგარეო პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს მიმართავს და ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ისრაელში კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ აფრთხილებს.

„მიმდინარე წლის 7 სექტემბრიდან, ისრაელში, „წითელი სტატუსის“ მქონე ორმოც ქალაქში 19:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდატის საათი იმოქმედებს. აღნიშნულ სიაში არიან, აშკელონი, აშდოდი, ბნეი-ბრაკი, მოდიინ ილითი, ელადი, ბეთ შემეში, ტირა, ბეიტარ ილითი, ნეტივოთი, დალიათ ელ-კარმელი, ეილათი, სდეროთი, კოხავ იაირი, და კირიატ იარიმი. შეიზღუდება თითქმის ყველა სახის სამეწარმეო საქმიანობა. აღნიშნულ ზონებში დაიხურება სკოლები და საბავშვო ბაღები. აკრძალულია 10 ადამიანზე მეტის შეკრება დახურულ სივრცეში და 20 ადამიანის ღია სივრცეში. გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მეტრს შეადგენს“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S