ISFED: „პატრიოტთა ალიანსი“ ანტითურქული რეკლამებისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა
10/09/2020 09:47:17 პოლიტიკა
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" ანტითურქული რეკლამებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 000 ლარით დააჯარიმა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რრომ პარტიამ Facebook-ზე ანტითურქული რეკლამების განთავსებით დაარღვია საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი, შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალღვევის ოქმი, რომლითაც პარტია ჯარიმდება 2 000 ლარით.
"პატრიოტთა ალიანსის" ოფიციალურ Facebook გვერდზე დასპონსორებული პოსტების უმრავლესობა თურქოფობიური და ქსენოფობიური შინაარსისაა.


