Accentnews.ge
თურნავა – შეზღუდვებზე: “ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს”

თურნავა – შეზღუდვებზე: “ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს”

10/09/2020 12:22:07 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკა პანდემიის საწყის ეტაპზე დაწესებულ შეზღუდვებს მეორედ ვეღარ გაუძლებს, ამიტომ, მთავრობა ცდილობს, მსგავსი მკაცრი ზომების მიღება საჭირო აღარ გახდეს.

„ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლზე აყვანისა და იმისთვის, რომ ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ უფრო დიდად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ და ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს,“ – განაცხადა მინისტრმა.

ქვეყანაში მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან სოციალური ღონისძიებები – ქელეხები და ქორწილები, იკრძალება. იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ცნობისთვის: ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები ოთხ ათეულს გასცდა: 8 სექტემბერს დაფიქსირდა 45 შემთხვევა, 9 სექტემბერს – 44, ხოლო 10 სექტემბერს – 57, რაც რეკორდული დღიური მონაცემია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S