საქართველომ „მწვანე ზონიდან“ „ყვითელ ზონაში“ გადაინაცვლა

10-09-2020 18:45:04 საზოგადოება

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო „მწვა­ნე და შუ­ა­ლე­დურ, გან­გა­შის ეტაპს შო­რი­საა“,– ამის შესახებ „აქცენტს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოში COVID-19–ით ავადობის მაჩვენებლის შეფასებისას განუცხადა.

„ჩვენ გვაქვს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მომ­ზად­და. ბევ­რი ქვე­ყა­ნა სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლებს იყე­ნებს. ჩვენ ნიშ­ნუ­ლი ავი­ღეთ 10 შემ­თხვე­ვა 100 000 მო­სახ­ლე­ზე, რაც არის მწვა­ნე ნიშ­ნუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი დი­ლის მო­ნა­ცე­მით, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 10 და 10.2, რაც ნიშ­ნავს, რომ გა­და­ვი­ნაც­ვლეთ შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის ზო­ნა­ში - ყვი­თე­ლი ზონა. ყვი­თე­ლი ზონა არის 100 000 მო­სახ­ლე­ზე 10 შემ­თხვე­ვი­დან 30 შემ­თხვე­ვამ­დე, რი­ცხვებ­ში გა­მო­დის 370-დან 1100 შემ­თხვე­ვა, რაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ გვექ­ნე­ბა, უკვე არის ყვი­თე­ლი. 100 000 მო­სახ­ლე­ზე 30 შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ, წი­თე­ლი ზო­ნაა. ჯერ ჩვენ ვართ მწვა­ნე და შუ­ა­ლე­დურ, გან­გა­შის ეტაპს შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები