ხიდაშელი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ერთადერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს და მაშინ გაზაფხულზე „საარჩევნო რევოლუცია“ გვექნება
10/09/2020 18:41:32 პოლიტიკა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იგივე შეცდომას უშვებს, რაც ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა მეორე საარჩევნო ვადაში დაუშვეს, როდესაც ძალაუფლების გადანაწილება არ ისურვეს და მათ ბედს გაიზიარებს.
„ეს არის მოვლენების განვითარების ლოგიკა, ერთადერთი გამონაკლისით: თუ 2012 წლის მის მიერ ნასწავლი ფორმულა, „რასაც ვერ იყიდი ფულით, იყიდი დიდი ფილით“ იმუშავებს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი, რასაც კობახიძე დღეს შეგვპირდა [„ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან კოალიცია არ დასჭირდება], ის მოხდეს. მაგრამ თუ ეს მოხდება, ამ ქვეყანაში გაზაფხულზე საარჩევნო რევოლუცია გვექნება: ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნებით ვერ დასრულდება, წინ უმძიმესი ზამთავრია და ხელისუფლებას, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებულია არჩევნებში, სამოქმედო გეგმებში, სტრატეგიაში, იდეებში, შეუძლებელია, ამ ზამთარს ქვეყანაში სიტუაციის მართვა“,– განაცხადა ხიდაშელმა „ფორმულას ეთერში.


