Accentnews.ge
რუსული ტურ-პორტალები საქართველოსადმი პუტინის სანქციების გვერდის ავლის სქემებს აქვეყნებენ

რუსული ტურ-პორტალები საქართველოსადმი პუტინის სანქციების გვერდის ავლის სქემებს აქვეყნებენ

23/06/2019 07:37:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

რუსული ტურისტული პორტალები საქართველოში ჩამოსვლის მსურველთათვის პუტინის სანქციების გვერდის ავლის სქემებს აქვეყნებენ. 

ერთ-ერთმა მათგანმა - "All World Drive"-მა გამოაქვეყნა დეტალური რჩევები რუსეთის დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, როგორ ჩააღწიონ საქართველოში 8 ივლისიდან, როცა პრეზიდენტ პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ შემოღებული ახალი ავიასანქციები შევა ძალაში.

“რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში ფრენა აუკრძალეს. ალბათ, გსმენიათ “საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე რუსული სახელმწიფოს ზრუნვის” შესახებ ანეკდოტი. მაშ როგორ ჩავფრინდეთ საქართველოში 8 ივლისის შემდეგ? შევდივართ ავიაბილეთების ძიების საიტზე და ვხედავთ, რომ საქართველოში მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები როდი დაფრინავენ. სწორედ იმ სხვებს ვირჩევთ, მეგობრებო!” - წერენ პორტალის მესვეურები.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მოსკოველებისთვის გამოდგება Georgian Airways  (ახორციელებს ფრენას ვნუკოვოში), Pegasus, Myway (ჟუკოვსკი). ეს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის  პირდაპირი რეისებია, რომლებიც არარუსული კომპანიების მიერ სრულდება.



“თუ ქართულ ავიაკომპანიებსაც აეკრძალებათ რუსეთში ფრენა,, მოგვიწევს, გამოვიყენოთ რეისები გადაჯდომით: მინსკში, სტამბოლში, ალმა-ათაში. ვარიანტი ბევრია. შეარჩიეთ ავიაბილეთების ძიების საიტზე. 



იქვე მოძებნით ბილეთებს საქართველოში სხვა რუსული ქალაქებიდან ჩასაფრენად. თუ აწი ეს სიამოვნება უფრო ძვირი და ნაკლებად კომფორტული გამოგვივა, ჩვენს თავსვე დავაბრალოთ” - წერენ პორტალის მესვეურები.

საქართველოში – სომხეთის გავლით

“მოქმედებს პირდაპირი რეისები მოსკოვიდან სომხეთის (ერევნის ან გიუმრის) მიმართულებით. შემდეგ გადაჯდებით მატარებელში გიუმრი-ბათუმი (ზაფხულში) ან გიუმრი-თბილისი (ზამთარში). თან ორ ქვეყანას მოინახულებთ. გარდა ამისა, ერევნიდან თბილისამდე სარეისო ავტობუსიც მოძრაობს” - ამცნობს რუს მსურველებს "All World  Drive".

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S