Accentnews.ge
პუტინი და ლუკაშენკო 14 სექტემბერს მოსკოვში შეხვდებიან

პუტინი და ლუკაშენკო 14 სექტემბერს მოსკოვში შეხვდებიან

11/09/2020 10:03:39 პოლიტიკა

ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 14 სექტემბერს მოსკოვში შეხვდებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩვნების შემდეგ პუტინსა და ლუკაშენკოს შორის არაერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა. მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა, "საჭიროების შემთხვევაში მინსკს სამხედრო დახმარება გაუწიოს".

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S