Accentnews.ge
"არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ"

"არ ვართ მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ"

11/09/2020 11:29:06 პოლიტიკა

არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, გახარია ამბობს,მიუხედავად COVID-19–ის შემთხვევების მატებისა, ეპიდვითარება ქვეყანაში მართვადია, არ არსებობს პანიკის საფუძველი, ვინაიდან ჯანდაცვის სექტორი ახლა ბევრად უკეთაა მომზადებული ვორუსთან საბრძოლველად, რათა მთავარი მიზანი: გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევა, უმკურნალოს პაციენს და მოქალაქე სწრაფად დააბრუნოს სოციალურ სცოვრებაში, მაქსიმალურად აღასრულოს.

მისივე თქმით, სადღეისოდ დღის განმავლობაში 8 000–მდე ტესტი ტარდება, რაოდენობა გაიზრდება 10 000–მდე და არსებობს რესურსი, საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზარდოს. ამასთან, გახარია ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყებას დამატებით 3 000 საწოლის მობილიზება დაავალა.

„სისტემა – გამოვლენა, კარანტინი, ჰოსპიალი –საათისთვით მუშაობს“,– აღნიშნა გახარიამ და ყურადღება მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე გაამახვილა, რათა ქვეყნის ეკონომიკამ აღდგენის პროცესი მაქსიმალურად სწრაფად დაიწყო.

„გვესმის, რომ მოქალაქეების პასუხისმგებლობა ბევრად მნიშვნელოვანი ინსტრუმეტია, ვიდრე ჯარიმა: დისტანცია, ჰიგიენა, პირბადის ტარება. ეს იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. თუმცა გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს და იმედი მაქვს, მოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან“,– განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 ოქტომბრამდე გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S