Accentnews.ge
ცხინვალში ოპოზიციონერთა ოფისებისა და სახლების ჩხრეკა დაიწყო

ცხინვალში ოპოზიციონერთა ოფისებისა და სახლების ჩხრეკა დაიწყო

11/09/2020 12:06:18 კონფლიქტები

ცხინვალის ცენტრში, ოპოზიციური პარტია “ნიჰასის” ოფისსა და მისი ლიდერის – ალან გაგლოევის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ტარდება, – იუწყება «Эха Кавказа».

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ზიტა ბესაევა მიმდინარე მოვლენებს «პოლიტიკურ ტერორად და თვითნებობად» აფასებს.

«ამჟამად პარტია “ნიჰასის” ოფისში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს. რა არის ეს, თუ არა პოლიტიკური ტერორი და დევნა? როდემდე გაგრძელდება ეს თვითნებობა?!», - წერს იგი სოციალურ ქსელში.

ოთხი ოპოზიციური პარტია, მათ შორის “ნიჰასი” დღეს ცხინვალის ცენტრში მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავს. მათი მოთხოვნა დე ფაქტო გენერალურ პროკურორ ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომა და ინალ ჯაბიევის საქმის ობიექტური გამოძიებაა.

იხილეთ ასევე: იმსხვერპლებს თუ არა ბიბილოვის პირსისხლიან რეჟიმს “ოსი ტატუნაშვილი”

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S