Accentnews.ge
უგულავა: „გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება“

უგულავა: „გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება“

11/09/2020 12:35:26 პოლიტიკა

გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება,– ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს ერთ–ერთმა ლიდერმა გიგი უგულავა განაცხადა. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰყავდა ყოფილი პრეზიდენტის და ენმ–ის პრემიერობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. ის, რომ ალასანიას კანდიდატურას ენმ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში განიხილავს, რამდენიმე დღის წინ ენმ–ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ დაადასტურა.

„საოჯახო ბიზნესი ნამდვილად არ არის პოლიტიკა. ყოელ შემთხვევაში, მე ვერ ვგრძნობ, რომ გარდამტეხ ცვლილებებს, რაც ქვეყანას სჭირდება, ეს ყველაფერი პასუხობს. ეს უფრო კონსერვაცია, ამომრჩეველზე ზემოდან ყურაბეაა. გიული დეიდა იქნება სიმბოლური კანდიდატი. მე ვაპირებ რეალურ პრობლემებთან ბრძოლას:კორუფციასთან, ეკონომიკურ სიდუხჭირესთან... რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ჩვენ მწყობრი გეგმა გვაქვს“,– განაცხადა უგულავამ.

მას „ტვ პირველის“ ეთერშივე უპასუხა ენმ–ის წევრმა თინა ბოყუჩავამ:

„არ მგონია, ასეთი უხეში შეფასებები სწორი იყოს. მით უმეტეს, როდესაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, კომენტირება სწორი არაა. დაველოდოთ მოვლენებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S