Accentnews.ge
“ერთმორწმუნე” ზახაროვას მორიგი ალიყური საქართველოს

“ერთმორწმუნე” ზახაროვას მორიგი ალიყური საქართველოს

23/06/2019 10:26:54 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

პუტინის “ერთმორწმუნე და კეთილგანწყობილი” რუსეთის ოფიციალური პირები საქართველოს მიმართ რეალური – აგდებული დამოკიდებულების გამოვლენას განაგრძობენ. მორიგი სილა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გაგვაწნა პრეზიდენტ სალომე  ზურაბიშვილისადმი მორიგი დამცინავი ფეისბუქ-პოსტით:

“თუ რუსი ტურისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და მათ თავს არ ევლებიან, მათ ქართველების არაფერი ჰმართებთ. ქართველი პრეზიდენტი ახლა ძალიან მონდომებულია და ეს განცხადება უკვე კალკულატორით ხელში მზადდებოდა” - წერს ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადების საპასუხოდ, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა კვლავაც უნდა ჰქონდეთ, რადგან საქართველო უყვართ, პოლიტიკოსებმა კი პრობლემის გადაჭრის გზები უნდა იპოვონ.

“თუ რუს ტურისტებს რამე უნდა ჰქონდეთ საქართველოსადმი, ესაა არათუ უსაფრთხოების დაცულობის გრძნობა, არამედ იმის შეგრძნება, რომ ისინი ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან; რომ ისინი ჩავიდნენ დასასვენებლად და არა ყოველდღიურ რეჟიმში შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ ცნობების საკითხავად და საქართველოს  ტურიზმის სამინისტროს რეკომენდაციით თბილისში ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის ასარიდებლად. ხოლო ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს გაუჩნდება მოთხოვნილება, ისტორიულ ან პოლიტიკურ თემებზე ესაუბროს, რუს ტურისტს უნდა ესმოდეს მისი მისამართით კეთილგანწყობის გამომხატველი "высоко-высоко в горах…" [ფრაზა ფილმიდან “Кавказская пленница” - რედ.].  სწორედ ამ ემოციებისთვის, თუნდაც ისინი ყოევლთვის გულწრფელი არ იყოს (არადა, ყველანი დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოში ისინი სწორედ გულიდან მოდიოდა), იხდიან ტურისტები ფულს. თუ არ გაქვთ მსგავსი ემოციები, ან მზად არ ხართ მათ “სათამაშოდ”, მაშინ არავის არავის წინაშე არანაირი ვალი არ აქვს. არაფერი პირადი, უბრალოდ ბიზნესი", - წერს ზახაროვა.

საქართველოსადმი პირველი დამცინავი და, ტრადიციულად, პროპაგანდისტული “პოსტი” მან ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

როგორც ჩანს, პუტინის რუსეთი სერიოზულადაა გაღიზიანებული იმით, რომ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და მისი პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს რუსებს საქართველოში რაიმე საფრთხე ემუქრებოდეთ და ვინმე ემტერებოდეთ, თავად რუსმა ტურისტებმა და ტუროპერატორებმა ინტერნეტში გავრცელებული არაერთი "პოსტითა" და სტატიით გააცამტვერეს, რუსმა ცნობადმა სახეებმა კი საქართველოსადმი კრემლის ამჟამინდელი მოქმედებები ცალსახად დაგმეს და გააკეთეს პროგნოზი, რომ მსგავსი მოქმედება კრემლს თავად მოუბრუნდება მოსკოვის ცენტრში იმ ახალგაზრდა რუსი ტურისტების საპროტესტო აქციებით, რომლებმაც საქართველოში "სხვა ცხოვრება" ნახეს.      


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S