Accentnews.ge
ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა – „რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი?“

ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა – „რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი?“

13/05/2019 09:10:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ზუგდიდის მჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ დევნილებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, – იუწყება რადიო „ათინათი“.

"2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან.  ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი. გეგა არის ჩვენი შვილი. რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში?  ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას", - მიმართა ზუგდიდის კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს თოლორაიამ.  

შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის: ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისისთვის არის დაგეგმილი. ზუგდიდის მერობისთვის მმართველი პარტიიდან გეგა შენგელია იბრძოლებს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S