
უგულავა – ენმ–ს: „სახეს გაუფრთხილდით!“
15/09/2020 06:15:23 პოლიტიკა
ხომ გაგიგიათ, პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო - სახეს გაუფრთხილდით, - ასე მიმართავს ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“.
უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატებზე მათი ბანერების გადაკვრაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.
“კოლეგებო ენმ-დან, ადგილი არ გყოფნით, თუ „ქოცებს“ ვერ უბედავთ?! იქნებ "შეკრულები" ხართ? „პლაკატის ახევას სახის ახევა სჯობიაო“ ძველი კახური ანდაზაა, ხომ გაგიგიათ? - სახეს გაუფრთხილდით“, - წერს უგულავა.