როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს ქალაქების მიხედვით

16-09-2020 11:00:23 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, კორონავირუსის ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 196 ახალი შემთხვევიდან მნიშვნელოვანი ნაწილი აჭარის რეგიონზე მოდის.

კერძოდ, ქალაქების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ბათუმი – 144 ახალი შემთხვევა;
  • ქობულეთი –1;
  • თბილისი – 29;
  • ქუთაისი– 7;
  • საჩხერე – 1;
  • გორი–4;
  • გარდაბანი–3;
  • ოზურგეთი – 4;
  • ზუგდიდ–2;
  • ფოთი –1;
  • მცხეთა –1.

ეზუგბაიას მონაცემებით, ამ დროისთვის კოვიდ–ცენტრებსა და სასტუმრო–სამკურნალო დაწესებულებაში 1319 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდისა, საქართველო "მწვანე ზონაში" რჩება, ხოლო ჯანდაცვის სისტემა მომატებული პაციენტების სამკურნალოდ მზადაა.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საქართველოსთვის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები