Accentnews.ge
ბოლო 24 საათში ისრაელში Covid-19–ით 5 523 ადამიანი დაინფიცირდა, ქვეყანაში სკოლებს დაგეგმილზე ადრე კეტავენ

ბოლო 24 საათში ისრაელში Covid-19–ით 5 523 ადამიანი დაინფიცირდა, ქვეყანაში სკოლებს დაგეგმილზე ადრე კეტავენ

16/09/2020 08:37:59 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ისრაელში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 5 523 ადამიანი დაინფიცირდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებით, მძიმე ავადმყოფების რაოდენობა 535–მდე გაიზარდა, მათგან 138 მართვით სუნთქვაზეა.

ინფიცირებულთა მკვეთრის ზრდის გამო პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრძანება გამოსცა, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაგეგმილზე ადრე დაიკეტოს. შესაბამისად, ისრაელში სკოლები დღეიდან იკეტება.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს ისრაელის მთავრობამ ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. საყოველთაო კარანტინი 19 სექტემბრიდან ამოქმედდება და სამ კვირას გასტანს.

  • დაიხურება: რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, კერძო პანსიონატები და ტურისტული ობიექტები; ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება შეიზღუდება; გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში, საცხოვრებელი სახლიდან დისტანცია 500 მ. შეადგენს; შესაძლებელი იქნება შინ მოტანის სერვისით სარგებლობა.
  • საჯარო დაწესებულებები შეწყვეტენ მოქალაქეთა მიღებას და შეზღუდული გრაფიკით იმუშავებენ; შეკრების ადგილებში, ადამიანთა დასაშვები რაოდენობა დახურულ სივრცეში შეადგენს ათს, ხოლო ღია სივრცეში ოცს.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება, თუმცა სრულად არ შეჩერდება.

იხილეთ ასევე: საელჩო ისრაელში ჩასვლისა და ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 166 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, Covid-19-მა1 147 ადამიანი იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 939 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 29 734 000–ზე მეტი ადამიანი, 21 547 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1412. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S