
"ოკუპანტებო, წადით სახლში!" – აქცია თბილისში
16/09/2020 12:15:32 პოლიტიკა
"არ მივცემთ პუტინს უფლებას, დატოვოს ოლიგარქიული მმართველობა!", "ოკუპანტებო, წადით სახლში!", "შეწყვიტეთ ბორდერიზაცია!", "დავიწყოთ ქვეყნის დეოკუპაცია საქართველოს ხელისუფლებით!" - ამ სლოგანებით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან ანტისაოკუპაციო აქცია გამართა.
ნათელასვილმა ოკუპანტემის მიერ ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღნისნა ისიც, რომ რუსული სახელმწიფო მობილიზებულია, ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში, საქართველოში "ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად".
"მობილიზებულია სპეცსამსახურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ყველაფერი ეს იმისათვის, რომ საბოლოოდ გაანადგურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის უფლებასაც მათ არ მივცემთ. ამას ვუცხადებთ აქ, მათივე საელჩოს ნარჩენებთან", - აცხადებს ნათელაშვილი.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტულმა პარტიამ ამერიკის კონგრესში და სენატორებთან, ასევე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნა მოთხოვნა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.