Accentnews.ge
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე რიგი ობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება

დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე რიგი ობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება

16/09/2020 12:37:02 პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება: კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 82–მა დეპუტატმა დაუჭირა.

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანხმად, კანონპროექტის მიზანია "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს გარდა, დაცული ტერიტორიის ისეთი კატეგორიების, როგორიცაა დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, მართვა შესაძლებელია განახორციელოს სხვა პირმაც.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა. კანონის პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებასაც, რომლის მიხედვითაც თრუსოს დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს შეადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია, ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S