კელი დეგნანი: „წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით ვაკვირდებით“

16-09-2020 17:09:09 პოლიტიკა

გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულება მოხდეს.

„ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს. გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას“,– განაცხადა ელჩმა.

ამერიკელმა დიპლომატმა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა, რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებულად შეძლოს არჩევნებზე წასვლა“, - განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები