Accentnews.ge
“ლელოში“ უკანონო თვალთვალსა და დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

“ლელოში“ უკანონო თვალთვალსა და დაშინების მცდელობაზე საუბრობენ

16/09/2020 14:01:35 პოლიტიკა

“ლელოში“ უკანონო თვალთვალსა და დაშინების მცდელობაზე საუბრობენ. კერძოდ, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - II252HH. ხოლო უშუალოდ ბუაძეზე თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით - AA055EE ახორციელებს.

„ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა - მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით! საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, "ლელო საქართველოსთვის" აწარმოებს მასშტაბურ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმატში და იმყოფებიან ველზე, რათა ლელოს „მარშალის გეგმა“ - საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა მიიტანონ თითოეულ ამომრჩევლამდე. ცხადია, ეს ყველაფერი უკიდურესად აშინებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას და მათი მთელი ყურადღება არის მომართული ჩვენთვის ხელის შეშლაზე. ტროლების ფაბრიკისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია,“-აცხადებს საბა ბუაძე.

მისივე თქმით, „აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში":

"ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა ლელო და გადასულიყო "ქართულ ოცნებაში", წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ასეთი ფაქტები კიდევ არის უამრავი და სამწუხაროდ, საათობრივად მოგვდის ინფორმაცია კიდევ ახალ და ახალ ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ეს სამწუხარო ფაქტები ნათლად ასახავენ იმ რეალობას, რაც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა და იმ არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით. უნდა ითქვას, რომ „ლელო“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სახელისუფლებო შეტევის. ამას ალბათ ჩვენი წარმატებული კამპანია განაპირობებს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი უსაქციელობა მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენი მხარდამჭერები და თანამებრძოლები კი არ გატყდებიან, რადგან მათ ბოლომდე დავიცავთ,“- განაცხადა საბა ბუაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S